გაკვეთილის გეგმა


გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს    გ ე გ მ ა
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა.
საგანი: სპორტი.
მასწავლებელი: ვარლამ დანელია.
სწავლების საფეხური: საშუალო.
კლასი:  x
ჩატარების ადგილი, თარიღი: სპორტული დარბაზი, პირველი ივნისი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
გაკვეთილის თემა: დრიბლინგი( ბურთის ტარება), ფართან შესვლა და ბურთის ტყორცნა ფარის დახმარებით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ბურთის ტარებას თითებით, ფართან შესვლას და ტყორცნას მარჯვენა ხელით.
წინარე ცოდნა: პასების გაცემა მკერდიდან , იატაკიდან, თავის ზემოდან და ფარის დახმარებით.
ე. ს. გ. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ ჩბებები.
.   მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი.
.    დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს.
ქცევის წესები: ( იხ. დანართი N 1)
შეფასების კრიტერიუმები: ( იხ. დანართი N 2)

N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
რესურსი
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
1
გაკვეთილის თემის გაცნობა.

მოსწავლეები გაეცნობიან, რომ მათი გაკვეთილის თემა იქნება დრიბლინგი(ბურთის ტარება),ფართან შესვლა და ტყორცნა.
ვერბალური ახსნა.



მთელი კლასი.


გაკვეთილის თემა და მიზანი, ქცევის წესები და შეფასების რუბრიკები წარდგენილია ფლიფჩარტებზე.

8 წთ.
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას.




გაკვეთილის მიზნის გაცნობა.

მოსწავლეები გაეცნობიან, რომ მათი გაკვეთილის მიზანი იქნება შეძლონ ბურთის ტარება თითებით, ფართან შესვლა და მარჯვენა ხელით ტყორცნა.
(გამონაკლისია მემარცხენეების შემთხვევაში, ისინი ბურთს ტყორცნიან მარცხენა ხელით).




მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს.


ქცევის წესების შეხსენება.


შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.





მოსწავლეები გაიხსენებენ ქცევის წესებს და გაეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს

კლასის მოწყობა.
მოთელვითი ვარჯიშები ბურთით.
სირბილი.
გაწელვები.
სუნთქვითი ვარჯიშები.
ზოგადპედაგოგიური და ზუსტად რეგლამენტირებული ვარჯიშების მეთოდი.

სასტვენი.
წამზომი.
კალამი.
ბლოკნოტი.
კალათბურთის ბურთები.

მოსწავლეები მოამზადებენ ორგანიზმს ფიზიკური დატვირთვისთვის.

2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მოსწავლეები პასებს გასცემენ მკერდიდან, იატაკიდან, თავის ზემოდან.
ვარჯიშების მთლიანობაში შესრულების მეთოდი.
ინდივიდუალური.
წყვილები.
კალათბურთის ბურთი.
ფარი.
6 წთ
მოხდება შესწავლილი ელემენტების სრულყოფა
3
ახალი მასალის თეორიული გაცნობა:
მოსწავლეები თეორიულად ეცნობიან ბურთის ტარების წესებს  თითებით, ფართან შესვლას და ტყორცნას მარჯვენა ხელით.
თვალსაჩინოების , ვარჯიშების ნაწილი და მთლიანობაში შესწავლის მეთოდი.
მთელი კლასი.
ე.ს.გ. გზამკვლევი მასწავლებელთათვის
3 წთ
მოსწავლეები თეორიულად ეცნობიან ბურთის ხელით ტარების წესებს, ფართან შესვლას და ტყორცნას.
4
ახსნილი მასალის პრაქტიკაში განხორციელება.
რეგლამენტირებული ვარჯიში.
ინდივიდუალური.
კალათბურთის ბურთი.
კალათბურთის ფარი.
8 წთ
მოსწავლეები შეძლებენ ბურთის ტარებას ხელით, ფართან შესვლას და ტყორცნას.
5
შეჯიბრი.
ნასწავლი ილეთების განხორციელება თამაშის პროცესში.
რეგლამენტირებული თამაში.
ჯგუფები
კალათბურთის ბურთი.
ფარი
8 წთ
მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი ილეთების განხორციელებას თამაშის პროცესში.
6
,, მხიარული თამაში“.
მოსწავლეები დადგებიან ერთ მწკრივად, მასწავლებელი დგას მათ წინ, აგდებს ბურთს მაღლა, მოსწავლეები ბურთის იატაკზე  დაგდებასთან ერთად ჩამოკრავენ ტაშს. ვინც ვერ მოასწრებს,  ან ურო ადრე დაუკრავს ტაშს, ის გავარდება თამაშიდან.
ყურადღების მობილიზება
მთელი კლასი
ბურთი
5 წთ
მოსწავლეები შეძლებენ ყურადღების მობილიზირებას
7
კლასის მოწყობა.
ნელი სირბილი.
სუნთქვითი ვარჯიშები.

ზოგადპედაგოგიური და აქტიური დასვენების მეთოდი.
მთელი კლასი




წამზომი,
სასტვენი,
კალამი,
ბლოკნოტი.
7 წთ
მოხდება ორგანიზმის დამშვიდება

გაკვეთილის შეფასება

მოსწავლეთა თვითშეფასება.

განმავითარებელი შეფასება

კონსტრუქციული უკუკავშირი



მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს.


შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას.

დავალების მიცემა.
მოსწავლეებს დაევალებათ ინტერნეტის საშუალებით უყურონ კალათბურთის ვარჯიშებს დრიბლინგში, თვითონაც ივარჯიშონ და დახვეწონ ბურთის ტარება ორივე ხელის მონაცვლეობით და კალათში ტყოტცნა.




მოსწავლეები შეძლებენ დავალების გააზრებას და ჩანიშვნას.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებმა შეისწავლეს თეორიულად და პრაქტიკაში განახორციელეს ბურთის ტარება ხელით, ფართან შესვლა და ბურთის ტყორცნა.
შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი შეფასება . სიტყვიერი კომენტარები, სიტყვიერი შეფასება, რჩევა_ დარიგება.
საშინაო დავალება: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ კალათბურთის ვარჯიშებს დრიბლინგში, თვითონაც ივარჯიშებენ და დახვეწენ ბურთის ტარებას ორივე ხელის მონაცვლეობით და კალათში ტყორცნას.

1 comment:

  1. ვალერი ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი, ძალიან კარგად იცით თქვენი პროფესია, ასე რომ წარმატაბებს გისურვებთ.

    ReplyDelete

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო; შევარჩიეთ საპროექტო თემა და შევიტანეთ შეაბამის შაბლონში. გავეცანით სხვადასხვა სახის ბროშურების შაბლონ...